Wednesday, December 18, 2013

18 დეკემბრის რეფლექსია

18 დეკემბრის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ გაზეთის შექმნა, მოსწავლის დამხმარე მასალების ჩვენება. აგრეთვე შევქმენით ბლოგის გვერდები.

Sunday, December 15, 2013

15 დეკემბრის რეფლექსია

დღეს 15 დეკემბერს  ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია. შექმნილი სასწავლო ნიმუშები განვათავსეთ ჩვენი სახელის და გვარის საქაღალდეში.

Saturday, December 14, 2013

14 დეკემბრის რეფლექსია

დღეს 14 დეკემბერს ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, ბლოგზე განვათავსეთ პროექტის პრეზენტაცია და ,,მბდ" კოდის საშუალებით ჩავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday, December 7, 2013

7 დეკემბრის რეფლექსია

      7 დეკემბერს ჩვენ ტრეინინგზე შევისწავლეთ როგორ შეგვექმნა და დაგვემზადებინა ბუკლეტები, აგრეთვე გავეცანით ფლაერის შექმნის  და დამზადების პრინციპს.
      ბუკლეტების შქმნისას ვისწავლეთ ფურცლის დაყოფა სამ სამუშაო ველად და თითოეულში როგორ განვათავსოთ ინფორმაცია: სურათები, საინფორმაციო ტექსტები, რუკა, აგრეთვე ფონის შერჩევა და სურათების გადაადგილება ბუკლეტში  ჩვენთვის სასურველ ადგილზე.
        ძალიან დიდი მადლობა საინტერესო  პროგრამისთვის.